20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამოსულ 150 000 პატრიოტთან ერთად კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ და დავამტკიცეთ ქვეყნის არჩევანი – საქართველოს ადგილი ევროპის კავშირშია!
ათწლეულების განმავლობაში გაღებული ძალისხმევის მიუხედავად საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია. საქართველოს მოქალაქეებმა, ახალი ენერგიით, დაუღალავი პატრიოტული ბრძოლითა და რწმენით უნდა მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ შინ, ევროპულ ოჯახში!
ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა, რაც არ უნდა მცირე იყოს ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და გვაძლევს ძალას, რომ საერთო მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
იმისთვის, რომ კამპანია “შინ ევროპისკენ” უფრო ეფექტიანად წარიმართოს, თქვენი დახმარება გვჭირდება. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ
*დონორთა პირადი ინფორმაცია შეინახება ორგანიზაციის ბაზაში და დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად*